ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორის არიან. შესაბამისი დასკვნის საფუძველს ის მონაცემები იძლევა, რომელიც ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ გამოაქვეყნა. საბჭომ მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მგზავრთნაკადის სტატისტიკის ანალიზი გაასაჯაროვა.
ამ ანალიზის მიხედვით, ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით, იანვრის მონაცემებით, ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს, ბათუმი კი – მეოთხეს. აღსანიშნავია, რომ საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრს არ აღემატება.
