ბათუმს ახლო მომავალში 15 ახალი მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე კი, ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
15 ახალი ავტობუსი ბათუმის პორტში უკვე შემოვიდა. ახალი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება და პირველ დღეს მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსების ფერთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი ლურჯ ფერს დაუჭირა. გამოკითხვაში 4000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 53%-მაც ლურჯი ფერი მოიწონა.
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მარტში გამოცხადდა.
პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევრო გამოყვეს.აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.