LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 32 წლის მამაკაცის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

122
დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში, ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დაკავებულია 2010 წელს დაბადებული პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g