ბათუმში 53 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა.
როგორც “ფორტუნასთან” ექიმმა იაგო ტაბიძემ განაცხადა, ანალიზით დასტურდება რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი, გრიპის ვირუსია.
ქალმა საავადმყოფოს 17 დეკემბერს, სუნთქვის უკმარისობით მიმართა. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, გრიპისი ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა.
ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული
გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავადობა 100 000 ადამიანზე 180-ს შეადგენს. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდებენ.
ასევე, გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 – ე.წ. ღორის გრიპია.
როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაცივებისგან და რა საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას უნდა მივმართოთ ექიმს, ამ კითხვით “ფორტუნამ” „სეუ კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს, ინგა მამუჩიშვილს მიმართა, რომელმაც გრიპის პირველად სიმპტომებთან ერთად, მის გართულებებზე და პრევენციაზეც ისაუბრა.
როდის უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს - ინგა მამუჩიშვილი გრიპის ძირითად სიმპტომებზე
არანაირი პანიკა, უბრალოდ დროულად მიმართეთ ექიმს...
“უეცარი დაწყება, შემცივნება და მის ფონზე განვითარებული ჰექტიური ცხელება, თავის ტკივილი, ღებინება, ოსსალგიები და ართრალგიები, უმადობა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, ასევე ცემინება, ხველა, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გრიპის ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა. ამიტომ თუ ტემპერატურული პიკები არ მცირდება მესამე დღიდან, ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ხველის გაძლიერება, ძილიანობა ნუ დააყოვნებთ და მიმართეთ ექიმს,” – აცხადებს მამუჩიშვილი.