ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა.
რვა წლის ბავშვს მოპედი დაეჯახა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: TV.25