LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

172
უბედური შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და დაშავდა.

როგორც რადიო „ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„ფორტუნას“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა“, – განგვიცხადეს კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g