LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აქცია-პერფორმანსი – „მადლობა მიშა“ გაიმართა

86
აქცია/პერფომანსი ბათუმში

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა და ლიდერებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – „მადლობა მიშა“ გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი გაიხსენეს და განაცხადეს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, ქვეყანაში გაჩნდა ინსტიტუციები, საქართველო კი სახელმწიფოდ შედგა. მათი თქმით, „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს მრავალი სიკეთე მოუტანა.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში პუტინის რეჟიმის მმართველობა მალე დასრულდება და მმართველობის ახალ რელსებზე გადავა. წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველოდება. 18 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან, ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმებს რაც განხორციელებული და დაგეგმილი გვქონდა. დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. თავისუფლება მიშას“, – აცხადებდნენ შეკრებილები.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g