ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი კლინიკა „მედინას“ მიმდებარედ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად იგი ადგილზე დაიღუპა.
„დაღუპულ ქალს კლინიკა „მედინაში“ ჩვილი ბავშვი ჰყავდა მოთავსებული. მისთვის რძე მიჰქონდა და სამწუხაროდ, ასეთი უბედურება დაატყდა თავს. შეეჯახა“ მანქანა და ადგილზე დაიღუპა ქალი. კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო“. – განაცხადეს ადგილობრივებიმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მოხდა, შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ასევე მამაკაცის გარდაცვალებაზე.