ბათუმში “ომეგა მოტორსმა” BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრები გაიხსნა. ცენტრში პირველადაა წარმოდგენილი ორი უახლესი მოდელი:
საქართველოში პირველად, ბათუმის შოურუმში მოხდა BMW–ს მეხუთე სერიისა და Mini CountryMan–ის უახლესი მოდელების პრეზენტაცია.
ამ სიახლეზე უფრო ვრცლად ომეგა მოტორსის მენეჯერმა აკაკი ენუქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს შოურუმი იფუნქციონირებს, როგორც მაღაზია, რომელსაც სრული საგარანტიო მომსახურება ექნება BMW–სა და MINI–ს ნებისმიერ მოდელზე.
„ბათუმის შოურუმი მოწყობილია BMW-სა და MINI–ს უახლესი სტანდარტების შესაბამისად – დიზაინიდან დაწყებული, მომსახურე პერსონალით დამთავრებული. ცენტრში უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებენ მომხმარებელს“, – განაცხადა მან „ავტოდილერთან“.
შოურუმი ბათუმის ცენტრში მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე.
აკაკი ენუქიძის განცხადებით, ახალი ცენტრის გახსნას, ითხოვდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ბაზარი.
„შესრულდა ბევრი ადამიანის სურვილი. აჭარლები, ბათუმელები, ამ ბრენდის აქტიური მომხმარებლები არიან“, – აღნიშნა აკაკი ენუქიძემ გადაცემაში.
მისივე თქმით, ომეგა მოტორსი მომხმარებელს უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.