LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბრიგადები დატბორილი ტერიტორიების ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებენ

57

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრიგადები დატბორილი ტერიტორიების ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებენ. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში დღეს  რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მერი გიორგი ერმკოვი. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ამ დროისთვის შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. ამ დროისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g