LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაჭრილი 2 მამაკაცი საავადმყოფოდან გაწერეს

82

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი საავადმყოფოდან გაწერეს. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ, სადაც ექიმებმა საჭირო დახმარება გაუწიეს.

კლინიკის დირექტორის, მალხაზ ხალვაშის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და მათ სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები არ ჰქონდათ.

შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გუშინ, გვიან ღამე მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g