LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: „თუ ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე დაინახეს, შორიდან მაინც გადაუღონ ფოტო და გვითხრან ზუსტი ადგილი და დრო…“

2916
ნათია დიაკვნიშვილი

უკვე მე-5 დღეა, ბათუმში 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ

როგორც „ფორტუნას“ ალექსანდრეს დედამ, ნათია დიაკვნიშვილმა უთხრა, ოჯახს ამ დროისთვის სიახლე არ აქვს და მოზარდს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ნათია დიაკვნიშვილი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, იმ შემთხვევაში, თუ ვარაუდობენ, რომ ალექსანდრე დაინახეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფოტო გადაუღონ, რათა სამართალდამცველებმა კამერებით გადამოწმება შეძლონ.

„როდესაც ინფორმაციას გვაწვდიან, ვთხოვთ, დასურათებული იყოს, შორიდან მაინც გადაუღონ ფოტო, სავარაუდო ადგილი რომ ვიცოდეთ. როდესაც მოქალაქეები ამბობენ „მგონის“, შორიახლოდან ფოტო გადაიღონ და გვითხრან ზუსტი ადგილი და დრო, რომ კამერებით გადამოწმება შევძლოთ“, – უთხრა ნათია დიაკვნიშვილმა „ფორტუნას“.

ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას ნომერზე: 555 105 500

„მენატრები დეე, მალე ჩამეხუტე, ძალიან მჭირდები დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g