დიზაინერმა დიანა ქვარიანმა ახლახანს ბათუმში თავისი show room-ი წარმოადგინა, სადაც მომახმარებლებს ქალის სამოსის ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, ბათუმის გარდა, show room-ი თბილიში, ფალიაშვილის 64 ნომერშიც აქვს წარმოდგენილი.
მისივე ინფორმაციით, ქსოვილები, რომლითაც სამოსი იქმნება საფრანეთიდან და იტალიიდან ჩამოაქვს და უმაღლესი ხარისხისაა. დიზაინერი ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს, თუმცა მხოლოდ საკუთარი ქსოვილით და დიზაინით.
”ჩემი კოლექცია ლიმიტირებულია. შეიძლება ერთი მოდელის მხოლოდ სამი ზომა შევქმნა. კლიენტებს ექსკლუზიურ და განსხვავებულ პროდუქციას ვთავაზობ. წელიწადში ორჯერ Mercedes fashion week-თვის ფეხსაცმელსაც ვქმნი”, – განაცხადა ქვარიანმა.
დიანა ქვარიანის show room-ი ბათუმში მემედ აბაშიძის 6 ნომერში მდებარეობს.