LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა

186
2025-05-10_23-08-53_223363

ძველ ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩოები ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა, რომლებიც იმ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდნენ.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ქა­ლა­ქის ნა­წილს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია. უა­მინ­დო­ბის გამო აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს სტამ­ბო­ლი-ბა­თუ­მის რე­ი­სიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g