LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია

153

ბათუმში, კერძო სკოლაში „პროგრესი” სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

არსებული ინფორმაციით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

სასწავლო დაწესებულებაში „ფორტუნას“ დაუდასტურეს, რომ შენობიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

მათი ცნობით, ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება სკოლის კიდევ ორ, ქუთაისსა და თბილისში არსებულ ფილიალებშიც შევიდა.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g