ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგეზე ორი პირი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანეს.
როგორც ექიმები ამბობენ, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, მძიმეა. მეორე მამაკაცი კი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.
შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.