LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში „გუდვილის“ რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა

455
გუდვილი

სუპერმარკეტების ქსელმა „გუდვილი“ დღეს, ბათუმში, SOLIS Residence-ში (შერიფ ხიმშიაშვილის #61), რიგით მესამე ფილიალი გახსნა.

ახალი სივრცე სრულად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს, სადაც ასევე გათვალისწინებულია რებრენდინგის სტანდარტები, რომელიც „გუდვილმა“ 2025 წლის მაისში განახორციელა.

ახალ სივრცეში სტუმრებს დახვდებათ კომფორტული გარემო, ევროპული ექსკლუზიური ბრენდები და ქართველი ფერმერების ლაბორატორიულად შემოწმებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

ასევე, მოწყობილია თანამედროვე კაფეტერია, სადაც მომხმარებელს „გუდვილის“ წარმოების კერძების დაგემოვნება და განტვირთვა შეუძლია – ახალ ფილიალში სტუმრებს დახვდებათ არტიზანული პურების, ფუნთუშეულისა და დესერტების განახლებული და გაფართოებული ასორტიმენტი, რომელიც ტრადიციული მეთოდითა და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით არის დამზადებული.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g