თაკო მელიქიშვილის გადაცემას ,,რადიო დუეტი” მომღერალი მაკა ზამბახიძე სტუმრობდა, რომელმაც მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,მე ახლა მინდა გიყვარდე” და ისაუბრა თვითიზოლაციაში გატარებულ პერიოდზე.
რამდენად რთული აღმოჩნდა შენთვის თვითიზოლაცია?
მივესალმები თქვენს და ჩემს მონატრებულ მსმენელს, სიმართლე გითხრათ, საერთოდ ვერ ვგრძნობდი კარანტინს, რადგან მქონდა იმის საშუალება, რომ მარტო სახლში არ ვყოფილიყავი, ვიმყოფებოდი კახეთში, გავაკეთეთ ბევრი კარგი საქმე, დავთესეთ მზესუმზირები. რაც საკუთარი სახლი ავიშენე, მას შემდეგ ჩართული ვარ მიწათმოქმედებაში, მიყვარს ყვავილები, გამწვანება, კორონამ კი უფრო მეტი დრო მოგვცა ამისთვის. კახეთში დაგვხვდა ძალიან ბევრი საქმე, იქედან გამომდინარე, რომ სახლი დაკეტილია. ვაპურებდი ოჯახის წევრებს, სამზარეულოშიც კი დავიხვეწე. ყველაფერს სჭირდება პრაქტიკა და თავისუფალი დრო. რაც შეეხება სიმღერის მონატრებას, ცოტა გაუცხოვდა ეს ყველაფერი, ძალიან გადავეჩვიეთ, თუმცა, ბათუმში გვექნება 11 ივლისს კონცერტი და ჩვენს მონატრებულ მსმენელს დავუბრუნდებით.
მოგვიყევი იმ სიმღერის შესახებ, რომელიც ახლა დაპრემიერდება ჩვენს ტალღაზე..
ეს სიმღერა ეკუთვნის ყველა თაობის საყვარელ კომპოზიტორს, მაცაცო სებისკვერაძეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც დათო გერსამიამ დამირეკა და მითხრა, რომ მაცაცოს კონცერტი იყო და მეც უნდა მემღერა. ცოტა შემეშინდა, რეპერტუარს რომ გადავხედე, აბსოლუტურად ყველა ჰიტი იყო, მე კი ვმღეროდი ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად არაცნობად სიმღერას, ამიტომ ვნერვიულობდი. თუმცა, სიმღერამ დაიმსახურა მოულოდნელი ოვაციები, რაც ძალიან გამიხარდა, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მაესტროს ვახტანგ კახიძეს, პირველ რიგში კი კომპოზიტორს, ქალბატონ მაცაცოს. ამის შემდეგ კი ჩაიწერა ,,ბრავო სტუდიაში”, არანჟირება ეკუთვნის ბორიკო კოშხიანს, ტექსტი კი დოდო გვიშიანს. სატელევიზიო პრემიერაც შედგა ახალ წელს, ტელეკომპანია პირველზე, სადაც ქალბატონი მაცაცოც იყო მოწვეული.
მაკა ზამბახიძე – მე ახლა მინდა გიყვარდე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მაკა ზამბახიძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები