LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში იუსტიციის სახლი დაიკეტა: თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

100
IMG-00411

ბათუმში იუსტიციის სახლი დაიკეტა. “კოვიდ 19” ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც იუსტიციის სახლში როგორც წინასწარი ჩაწერა, ისე ონლაინ ჯავშანიც შეაჩერეს.

იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ შენობას სრული დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც მოქალაქეთა მისაღებ სივრცეებში, ასევე სამუშაო სართულებზე. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი მუშაობას კვლავ განაახლებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 ბათუმს უკავშირდება. ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ დღეს აჭარა წითელი ზონად მოიხსენია და აღნიშნა, რომ აქ შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სერიოზულია.

“აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ ალბათ დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების უფრო მეტად გაფართოება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  გასულ 24 საათში PCR ტესტი სულ 2 767 პირს ჩაუტრდა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ 19”-ის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მათმა რიცხვმა 1729 მიაღწია. გამოჯანმრთელდა 6 პაციენტიდა მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსი 1321-მა ადამიანმა დაამარცხა.

magti 5g