LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კარანტინში მყოფი მოქალაქეები მოიწამლნენ

776
5e6f7757b066a

ბათუმში საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამიანები მოიწამლნენ. ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროში არსებული საკვები პროდუქტით მოიწამლნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. მათი ცნობით, კარანტინის რეჟიმში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, თამარ წიქარიძემ აცნობა, რომ საკვები, რითაც სასტუმრო “სპუტნიკში” მოთავსებული ადამიანების გამოკვება ხდება, უვარგისია.

მისივე ინფორმაციით, 17 აპრილს, საკვები პროდუქტით მოწამლულები სტაციონარშია გადაიყვანეს. ქალი აცხადებს, რომ საკარანტინო სივრცეში უკვე 15 დღეა იმყოფება და ტესტის გაკეთებას ელოდება, რათა შინ დაბრუნება შეძლოს. მოქალაქე აცხადებს, რომ მასთვის ამ დრომდე ტესტი არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g