ბათუმში, ქუჩაში ხელყუმბარა იპოვეს. როგორც აჭარიდან „ფორტუნას“ კორესპონდენტი იტყობინება, ხელყუმბარა „მაკდონალდსის“ შენობასთან აღმოაჩინეს. 112-ში მოქალაქემ დარეკა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ნახვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ხელყუმბარა გამნაღმველებმა ექსპერტიზაზე გადაიტანეს.
გამოძიება 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს.