ბათუმში ერთ-ერთი კლინიკის სართულიდან კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადმოხტა.
პაციენტი ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ინფორმაცია “ფორტუნას” აჭარის ჯადაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაახლოებით 47-48 წლის ასაკის მამაკაცი კოვიდდადასტურებული პაციენტი იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.