ბათუმში ორი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები კობალაძის 8 ნომერში აღმოაჩინეს.
გარდაცვლილი ერთი ქალი და ერთი მამაკაცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.
როგორც “ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.