ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს ახალი კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოთხი მათგანი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, ერთი კი, დაწესებულებაში რამდენიმე დღე კიდევ დარჩება.
„მედალფაში“ სულ 23 კოვიდინფიციებული რჩება.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.