ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ქალი გურიიდან ბათუმში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, მათივე ინფორმაციით პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო და წინასწარი ინფორმაციით, ფილტვების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.