ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.