LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეში საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა – გომელაური

74
1

“საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. პასუხისგებაში სამი პირი მიეცა”, – ამის შესახებ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე საუბრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და გაფართოვდება თუ არა დამნაშავეთა წრე, ამას სწორედ გამოძიება დაადგენს.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მტკიცებულებებით, რაც სასამართლოს წარუდგინეს, ბრალდებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ:

“საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა. იცით, რომ სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა. ვინ იყო ჩართული და ვინ არა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, არის გამოძიება, გამოძიებას კურირებს გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. მე ვერ ვისაუბრებ ვინ რა გააკეთა და ვინ რა ჩვენება მისცა. თავის მტკიცებულებებით, რაც წარუდგინეს სასამართლოს, მან ბრალდებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მუნიციპალური სამსახურის პასუხისმგებლობა თუ იკვეთება, ამაზე ვერ გეტყვით, ჯერ არ გამოკვეთილა. რომ გამოკვეთილიყო, წესით, მასაც მისცემდნენ პასუხისგებაში.

გამოძიება გრძელდება და ამას ვინმე დაემატება თუ არ დაემატება ვერ გეტყვით, გამოძიებამ უნდა გვითხრას. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ღამე იყო, ჯოჯოხეთური. პირველ რიგში, ოჯახისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ვცდილობდით, რომ ეს ადამიანები გადაგვერჩინა და მადლობა ყველას ვინც ამ ოჯახებს გვერდით დაუდგა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ.” – თქვა გომელაურმა.

შეგახსენებთ, დღეს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები