ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.
“კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო, ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია