ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახის ახლობელმა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.