არტ-კაფე „ბათუმის გული“ უკრაინიდან ლტოლვილ ოცამდე ოჯახს, რომელიც ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, უსასყიდლოდ უმზადებს სადილს და ყოველდღე შინ უგზავნის. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის ქუჩაზე 11 ნომერში მდებარეობს. კაფეს მეპატრონე კი მინდია ბოლქვაძეა, რომელიც 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, შემდეგ კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა.
როგორც თავად მინდია ბოლქვაძე ამბობს, ის და ბათუმის კიდევ რამდენიმე კაფეს მეპატრონე შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილთა ოჯახების ნაწილთა კვებას: საუზმეს, სადილსა და ვახშამს თანაბრად უზრუნველყოფდნენ. საუზმეს და ვახშამს – ამ შეთანხმების მონაწილე სხვა კაფეები, სადილს კი „არტ-კაფე“ ამზადებს.