LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მიკროავტობუსიდან ბებია და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ

650
სამარშრუტო

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე,  მიკროავტობუსიდან მგზავრი და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ. შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა, მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის კარი ღია იყო,  ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იმყოფებოდა. “მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა” – იხსენებს თვითმხილველი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება რომ 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g