LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7 პირი

696
ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერსიტეტის შენობასთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბელარუსები იყვნენ. ორივე გარდაცვლილი უცხოელია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები