LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მომხდარ ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

3931
ავარია

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, თოდოგაურის დასახლებაში მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g