ბათუმის მერიის ინფორმაციით, რეგიონში მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო, სპეცტექნიკა ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხების უწყვეტ რეჟიმში წმენდს. ინოპტიკოსები დღეს 4-5 ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
“შპს „ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფები მოსალოდნელი საშტორმო მდგომარეობის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სპეცტექნიკის მეშვეობით უწვეტად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.