LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

112

ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა  მძიმეა. ის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ, 10 მარტს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მშენებარე კორპუსის ზედა სართულიდან გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

magti 5g