LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მწერალთა სახლის რესტავრირებული შენობა გაიხსნა

175

ბათუმში “ბათუმის მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა დღეს, საზეიმოდ გაიხსნა.

ამორტიზებული და ფაქტიურად დანგრევის პირას მისული შენობა “ფონდმა ქართუმ” 5 თვეში მთლიანად განაახლა .

1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი ფუნქციონირებს 1957 წლიდან. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი.

საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დეთორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან ზურაბ პატარაძესთან და “ფონდი ქართუს” ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ჩხენტიანთან ერთად რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალ “ჭოროხის” რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ “ჭოროხის” გამოცემაც დაათვალიერა.

ბათუმის მწერალთა სახლის გარდა “ფონდი ქართუ” ბათუმში დრამატული თეატრის რესტავრაციასა და “ბათუმის რაგბის კომპლექსის მშენებლობას” ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებას. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს ასოციაცია “ატუ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g