ბათუმში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მანქანიდან ამოიღეს.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.