ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.