ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში, რამდენიმე ბავშვი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდის ინტოქსიკაციის მიზეზი შოკოლადია. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 112-ში მხოლოდ ერთი გამოძახება დაფიქსირდა.
“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სკოლიდან ბავშვთა საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოსწავლე გადაიყვანა. რაც შეეხება სხვა მოწამლულ მოზარდებს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი საავადმყოფოში თავად მივიდა,” – განაცხადეს ცენტრში.
ჯერჯერობით უცნობია, ჯამში რამდენ მოსწავლეს აღენიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები.
