LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

90

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთავმჯდომარე არჩილ ხაბაზე დაესწრნენ.

“საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი, ის რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველამოქალაქისთვის კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ახალი საავადმყოფო თანამედროვეტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.

ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებობის ისტორიაში  სამედიცინო დაწესებულება  მოსახლეობას მეანობასა და ბავშვთა სამედიცონო მოსამხურებასპირველად შესთავაზებს.

ახალი სახელმწიფო საავადმყოფო ყველა მიმართულების გადაუდებელი მდგომარეობის  მომსახურებას უზრუნველყოფს. მოსახლეობა შეძლებს ეფექტური დახელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიღებას.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფუძისმოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g