LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო

119
Untitled Design

ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი დაიწყო. წელს მსოფლიო მუსიკალური სამყარო ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის, მსოფლიო ლეგენდის, მაილს დევისის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომ წლევანდელი შავი ზღვის ფესტივალიც მაილს დევისის 100 წლისთავს ეძღვნება.

სპეციალურად ამ თარიღისთვის დევისის ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი თავისი ბენდით წარსდგა მელომანების წინაშე და 3 დღიანი ჯაზ ფესტივალი, სწორედ საკუთარი იმპროვიზაციებით გახსნა.

ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელებს, განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. დღეს კი სცენას ამერიკელი, არენბის სუპერ ვარსკვლავი ერიკ ბენე დაიკავებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალი გუშინ დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები