LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს

160
BeFunky-collage (17)

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამოგრევის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩამოცვივდა ბეტონი, კედლებზე ბზარებია და დამსკდარია.

“ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. ჩემს საძინებელში დამსკდარია კედლები. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ”,- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

სახლში 75 ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამ წუთებში ყველა მცხოვრებმა შენობა დატოვა და ისინი კორპუსის ეზოში არიან შეკრებილები.

​”ჩამოცვენილია ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. დღეს გამოვედი რადგან იყო ჩამონგრევის ხმა.  ჩემს საძინებელში ძალიან ცუდი სიტუაცია. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ”,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g