LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში, მძარცველმა სახლის მეპატრონეს თავის არეში ჭრილობა მიაყენა

97
photo-2020-10-25-10-45-04

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხიმშიაშვილების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას მძარცველი შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ოჯახიდან სეიფის წაღებას ცდილობდა.

წინააღმდეგობის გაწევის დროს მძარცველმა სახლის მეპატრონეს, 51 წლის მამაკაცს, ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა წაღებული თანხა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაშავებულს, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები