ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან 15 წლამდე გოგო გადმოვარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა პუშკინისა და ლორიას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
ადგილობრივთა ცნობით, მოზარდი ავტომობილს დაეცა. წინასწარი ინფორმაციით ის ცოცხალია.
„ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.