ბათუმში, ზღვის სანაპიროზე 5 წლის ბავშვი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბათუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
არასრულწლოვანი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა.
მათივე ცნობით, შეტყობინება შესულია 112–ში. მოქალაქეებმა ბიჭის ნახვის შემთხვევაში 112–ს უნდა მიმართონ.