ბათუმში შტორმია, ვიდეოს „ფეისბუქის“ მომხმარებელი კობა ფარტენაძე ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ 6 ბალამდე შტორმი ფიქსირდება, ზღვა არ გადმოვა, არც არსებული ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი,“ – წერს ვიდეოს ავტორი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 – 19 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 18 – 19 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში შედარებით დათბება.