ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში რადიო „ფორტუნას” განუცხადეს, ადგილზე მისვლისას ექიმების ბრიგადას ახალგაზრდა ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.