LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

256
შორენა (4)

ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებლის დაჯახების შედეგად ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – წერს საქართველოს რკინიგზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g