LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, კინოთეატრი CAVEA გაიხსნა

577
თიბისი ლიზინგი

ბათუმში, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, კინოთეატრი CAVEA გაიხსნა. 4 დარბაზიანი სივრცე გრანდ მოლის მე-4 სართულზე მდებარეობს და სტუმრებს „დედპული და ვულვერინის“ პრემიერით შეხვდა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი ულტრათანამედროვე ხმის აპარატურით, გამოსახულების სისტემით და სუპერკომფორტული სავარძლებით არის აღჭურვილი, რაც კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს განაპირობებს.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა კინოთეატრ CAVEA-სთან გასცდა თბილისის საზღვრებს და უკვე ბათუმში, ახალ ლოკაციაზე ვითარდება. ვთვლით, რომ არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება თავშეყრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი, ამიტომ ძალიან მარტივად დავაფინანსეთ მის მოსაწყობად საჭირო აქტივები“, – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, კინომოყვარულებს CAVEA გრანდ მოლის ეკრანებზე მსოფლიო პრემიერების ხილვა ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს შეეძლებათ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები