LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ტურიზმის მორიგი ფესტივალი ჩატარდება

136
12

10 და 11 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ“, ტურიზმის ფესტივალი ჩატარდება.

„ტურისტერი“ ეს არის ყოველწლიური B2B და B2C პლატფორმა ტურიზმის ინდუსტრიისთვის საქართველოში, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები ტურიზმის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.

ფესტივალის წლევანდელი თემებია: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურისტის ქცევის ცვლილება, ტურიზმის მარკეტინგი და მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.

ღონისძიების მონაწილეებს შორის არიან TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Ljubljana DMO-ს, Berlin Travel Festival-ის, National Geographic-ის და ტურისტულ სექტორში აქტიურად ჩართული სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგის სააგენტო „შინდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g